,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.424
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტები და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო;

ბ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

გ) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

დ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;

ე) საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;

ვ) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი;

ზ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი;

თ) სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი;

ი) საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი;

კ) თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

ლ) ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

მ) ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანსიონატი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია