საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №271
2006 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
ი. ჩოგოვაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 მარტის №220 ბრძანებულება „ი. ჩოგოვაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი