„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
254
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-10
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.003
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №254

2006 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 21-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულთა, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა, გარდა ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საარქივო საქმიანობის წარმოება;“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია