საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №546
1997 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ლ. მესხის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის“ პრეზიდენტი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლეილა მესხი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე