„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
239
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-07
სარეგისტრაციო კოდი
120.320.030.08.002.003
„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №239

2006 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვები ,,ნორმების ნუსხა“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ზღვრული ნორმები“ და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები (დანართი 2).“.;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. რისკის დონეების მიხედვით, ამ ბრძანებულების №2 დანართით დამტკიცებული ზღვრული ნორმების ფარგლებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 30 მარტიდან.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია