„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
225
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-24
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.002.003
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №225

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას.“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია