საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №215
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს“ ლიკვიდაციის შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,ფონდი – აღმოაჩინე საქართველო”.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს“ ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს” შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის №200 ბრძანებულება.
4. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
მ. სააკაშვილი