საქართველოს პრეზიდენტი
ბრძანებულება №199
2006 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ
,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს ვადამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 თებერვლის №173 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
მ. სააკაშვილი