საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №200
2006 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტროსა და ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შორის თანხის გაცემის (ჩარიცხვის)“ ხელშეკრულებას.
მ. სააკაშვილი