საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №194
2006 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ჯაფარიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნათია ჯაფარიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და ანდორის სამთავროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმს.
მ. სააკაშვილი