საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №186
2006 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულებას „ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში სოციალური და ეკონომიკური სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესება საქართველოში“.
მ. სააკაშვილი