„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
178
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-01
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.08.002.003
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №178

2006 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულების (სსმ III, 1999 წ., №12(19), მუხ. 180) პირველ პუნქტში სიტყვები ,,2006 წლის 1 მარტამდე“ შეიცვალოს სიტყვებით ,,2006 წლის 15 ივლისამდე“ და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქვეყნის შიგნით პირადობის დამადასტურებელი საბუთის ძალა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიან პასპორტებს შეუნარჩუნდეს 2006 წლის 15 ივლისამდე და მათი ამოღება განხორციელდეს ეტაპობრივად აღნიშნულ ვადაში.“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია