„სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
169
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-27
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.08.002.003
„სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №169

2006 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი და 462 მუხლის მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულების საფუძველზე 2005 წლის პირველი თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო სამსახური დაიწყეს 2005 წლის 18 მარტამდე და სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმსახურეს კანონით დადგენილი 12 თვე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია