„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
162
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-23
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.003
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №162

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწილი, 2004 წ, №130, მუხლი 1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, სამინისტროსათვის „მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე ერთჯერადი დახმარება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია