სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
ბ) სხვა ქალაქებში: ოჯახის გარეშე – 200 ლარი ორწევრიანი ოჯახისათვის – 130 ლარი სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 100 ლარი; გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში: ოჯახის გარეშე – 130 ლარი ორწევრიანი ოჯახისათვის – 80 ლარი სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 60 ლარი. შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე, გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სამინისტრო, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სამინისტროსა და გამქირავებელს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 10. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) არა უმეტეს ორი თვისა.“; ბ) ბრძანებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობისა. მოსამსახურეს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთდროული (გასასვლელი) დახმარებით (სამინისტროში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ფულადი სარგოს გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით – შესაბამისი უწყება. შენიშვნა: აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეთა პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, ხელფასის გაანგარიშებისას საფუძვლად აღებულ უნდა იქნეს სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგო.“; გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201
პუნქტი: „201
. სამინისტროს მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.“; დ) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს 25-ე პუნქტი. 2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. მ. სააკაშვილი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
- დოკუმენტის ტიპი
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- დოკუმენტის ნომერი
- 158
- მიმღები ორგანო
- საქართველოს პრეზიდენტი.
- მიღების თარიღი
- 2006-02-21
- გამოქვეყნების თარიღი
- 2006-02-21
- სარეგისტრაციო კოდი
- 140.010.000.08.002.003