„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
129
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-21
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.08.002.003
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №129

2006 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქედის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შუახევის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;

გ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხულოს რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია