„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის – „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
122
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის – „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №122

2006 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 208) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ დებულება და უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია