„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
101
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-06
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.003
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №101

2006 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია