„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
87
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-03
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003.824
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №87

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტუ­რიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულების (სსმ III, 2000 წ., №71, მუხ. 668) მე-3 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ვაჟა პეტრიაშვილი და მის ნაცვლად საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ზაზა ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

 მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია