„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
83
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.08.002.003
„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №83

2006 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის№ №508 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №133, მუხ. 1167) დამტკიცებულ იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) შექმნას საექსპერტო ჯგუფი“.

ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11.

 ეროვნული კომისია შედგება 12 წევრისაგან: ეროვნული კომისიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და კომისიის წევრებისაგან“;

გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14.

ეროვნული კომისიის პრეზიდენტი ნიშნავს ეროვნული კომისიისა და საექსპერტო ჯგუფის წევრებს“;

დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15.

 ეროვნული კომისიის წევრები ირჩევენ ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს, რომლებსაც ნიშნავს ეროვნული კომისიის პრეზიდენტი.

ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი უნდა იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი“.

ე) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20.

 კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველ­ყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო“;

ვ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22.

 ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ იუნესკოსთან თანამშრომლობის დიპლომატიურ უზრუნველყოფას“;

ზ) ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია