„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-26
სარეგისტრაციო კოდი
120.320.000.08.002.003
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №74

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. №1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.”;

ბ) ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.”;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სამხედრო მოსამსახურეებს სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ:

ა) საერთო საჯარისო, მეზღაურთა და სამკურნალო სასურსათო იჯრები საყაზარმე კვების პირობებში 115 ლარის ფარგლებში;

ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში 130 ლარის ფარგლებში;

გ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში:

– საერთო საჯარისო შემადგენლობისათვის 59 ლარი;

– მფრინავთა შემადგენლობისათვის 121,4 ლარის ოდენობით;

– მეზღვაურთა შემადგენლობისათვის 70 ლარის ოდენობით.”;

დ) ბრძანებულების მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია