„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-26
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.08.002.003
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №72

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №6(13), მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვისათვის, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემისათვის კონტროლის დაწესება.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის 421 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„421.. 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია