საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №126
1997 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
მ. ზაალიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ ზაალიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე