საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება # 101
1997 წლის 12 თებერვალი
ჯ. დუნდუას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ოზურგეთის ი. სუხიშვილის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის დირექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯუმბერ დუნდუა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე