„საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ ქ. თბილისში 2005 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-17
სარეგისტრაციო კოდი
480.430.000.08.002.003
„საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ ქ. თბილისში 2005 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №26

2006 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ ქ. თბილისში 2005 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2005 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია