„საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-10
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
„საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №11

2006 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს დავით ამაღლობელს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს არჩილ მამათელაშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რომან დალაქიშვილს, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორს გიორგი ცაგარელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს იოსებ სხირტლაძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის უფროსს ნათია მიქელაძესა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს მრჩეველს იოსებ აბაშიძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტი)“ ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია