საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 745
1996 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
მ. ნიკოლეიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
პედაგოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდა - განათლების საქმეში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ქუთაისის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ნიკოლეიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე . შევარდნაძე