,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.030.000.444
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სივრცული ინფორმაციის ცენტრი;

ბ) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;

გ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის სახელმწიფო აღკვეთილისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია;

დ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალების ადმინისტრაცია;

ე) კოლხეთის ეროვნული პარკისა და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია;

ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია;

ზ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექცია;

თ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექცია;

ი) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექცია;

კ) მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო;

ლ) იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 8 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია