,,საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1046
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.08.002.003
,,საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1046

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

1. ლიკვიდირებულ იქნეს „საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 აპრილის №97 განკარგულებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. შეიქმნას ცენტრის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ბრაჭული – ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე

მაკა ბახტაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი

ლელა დარსალია         – ცენტრის ბუღალტერი

რევაზ ლორთქიფანიძე –          საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

3. ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №324 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია