„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1017
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-03
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.003
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1017

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1996 წლის დეკემბერი, გვ. 62) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

დავით მაღრაძე – მწერალი, კომისიის თავმჯდომარე

სოზარ სუბარი – საქართველოს სახალხო დამცველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ანდრიაძე – კავშირის „ნაციონალური ლობის“ თავმჯდომარე

მამუკა გონგაძე – მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი

დავით დარჩიაშვილი – ფონდ „ღია საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი

ფრიდონ თოდუა – აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

მარიკა კვანტრიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი

ნატალია ყანჩელი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

     მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია