,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1016
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-19
სარეგისტრაციო კოდი
010.210.050.08.002.003
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1016

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ

1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ¨ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში-ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი;

ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №368 ბრძანებულება - სსმ III, №82, 20.06.2006  წ., მუხ.1082

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №368 ბრძანებულება - სსმ III, №82, 20.06.2006  წ., მუხ.1082

 

კრებსითი — სრული ვერსია