საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
934
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №934

2005 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. მუზეუმს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია