საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
933
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №933

2005 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. მუზეუმს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მუზეუმთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია