საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
932
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №932

2005 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. მუზეუმს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მუზეუმთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია