,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-16
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.418
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2006 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერ�სიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვროს უნივერსიტეტი და ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი�.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენილება №60 - სსმ III, №35, 17.03.20 0 6 წ., მუხ.426

3. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსი�ტე�ტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებ�ლო საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენილება №60 - სსმ III, №35, 17.03.20 0 6 წ., მუხ.426

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენილება №60 - სსმ III, №35, 17.03.20 0 6 წ., მუხ.426

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის�ტრომ (ა. ლომაია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წეს�დე�ბა დაამტკიცოს საქართველოს კანონმდებლობით დადგე�ნილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენილება №60 - სსმ III, №35, 17.03.20 0 6 წ., მუხ.426

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის�ტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სსიპ � ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გაერთიანებული უნივერსიტეტების ბალანსებზე რიცხული სახელმწიფო ქონე�ბის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენილება №60 - სსმ III, №35, 17.03.20 0 6 წ., მუხ.426

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექ�სიშვილი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგე�ნილი წინადადებების შესაბამისად უზრუნველყოს ,,საქართვე�ლოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართვე�ლოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე� კანონის პროექტის მომზადება.

8.� დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი��������� ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენილება №60 - სსმ III, №35, 17.03.20 0 6 წ., მუხ.426

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია