საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №927
2005 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №500-სსმIII,№85, 14.07.2010წ., მუხ.1228
21. ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №500-სსმIII,№85, 14.07.2010წ., მუხ.1228
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №500- სსმIII,№85, 14.07.2010წ., მუხ.1228
2. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №130 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.