საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №544
2008 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (გადაუდებელი დახმარება პოსტკონფლიქტური აღდგენისათვის) (განსაკუთრებული ოპერაციები) სასესხო ხელშეკრულებას“.
მ. სააკაშვილი