„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
854
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-27
სარეგისტრაციო კოდი
110.020.000.08.002.003
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №854

2005 წლის 27 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ხუთი საათი. დროის გადაცილების შემდეგ საკვალიფიკაციო გამოც­დების საორგანიზაციო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული).“;

ბ) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.“;

გ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

„მუხლი 331 . საკვალიფიკაციო გამოცდიდან გაძევების შედეგები

საკვალიფიკაციო გამოცდაზე წესრიგის დარღვევის გამო გამოსაცდელის გაძევების შემთხვევაში მას უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ორ საკვალიფიკაციო გამოცდაში.“.

 მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია