,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
834
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-21
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.08.002.003
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №834

2005 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 2370 კაცით, მათ შორის:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფში – 1370 კაცით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში – 1000 კაცით.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია