საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №831
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის დასვენების ორგანიზებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი „ვარციხე“ (შემდგომში – ცენტრი).
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №538-სსმIII,№90,
26.07.2010წ.,მუხ.1321
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბაღდათის რაიონის დაბა ვარციხეში მდებარე სამთავრობო რეზიდენციის კომპლექსის და მის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრისათვის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №538-სსმIII,№90, 26.07.2010წ.,მუხ.1321
2. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მაისის ბრძანებულება №265 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.