,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
818
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №818

2005 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დაქვემდებარებაში გადაეცეს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

     

 

კრებსითი — სრული ვერსია