,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
811
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-04
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №811

2005 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა.

4. ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია