,,სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. კიშინეუში 2005 წლის 22 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
761
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-22
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.003
,,სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. კიშინეუში 2005 წლის 22 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №761

2005 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. კიშინეუში  2005 წლის 22 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს ქ. კიშინეუში 2005 წლის 22 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება „სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს შეთანხმების მხარეებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია