,,აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ“ ქ. შანჰაიში 2004 წლის 26 აპრილს ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
760
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-22
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.003
,,აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ“ ქ. შანჰაიში 2004 წლის 26 აპრილს ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №760

2005 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ“ ქ. შანჰაიში 2004 წლის 26 აპრილს ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. შანჰაიში 2004 წლის 26 აპრილს ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმება „აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბი­შვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს შეთანხმების მხარეებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია