საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №750
2005 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №8, მუხ. 70) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მფლობელობაში არსებული ქონების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 81-ე პუნქტი.
მ. სააკაშვილი