,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
738
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-14
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.003
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №738

2005 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 27 დეკემბრის   №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად , ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ო 1 “ ქვეპუნქტი:

,,ო 1 ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა; “

2. მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,უ “ ქვეპუნქტი:

,,უ) სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო.“

3. 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,უ “ ქვეპუნქტი:

,,უ) სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას. “

4. ბრძანებულება ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია