საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №728
2006 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი