,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პას­­პორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასას­ვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარ­ტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
714
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-25
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.08.002.003
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პას­­პორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასას­ვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარ­ტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №714

2005 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულების (სსმ III, 1999 წ., №12(19), მუხ.180) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება: სიტყვები „2005 წლის 1 სექტემბრამ­­დე“ შეიცვალოს სიტყვებით „2005 წლის 1 ნოემბრამდე“ და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეყნის შიგნით პირადობის დამადასტურებელი საბუთის ძალა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიან პასპორტებს შეუნარჩუნდეს 2005 წლის 1 ნოემბრამდე და მათი ამოღება განხორციელდეს ეტაპობრივად აღ­ნიშნულ ვადაში.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია