„გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
572
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-04
სარეგისტრაციო კოდი
010.080.000.08.002.004
„გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №572

2006 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლულია შემდეგი ბუნებრივი საზღვრებით: სამხრეთ-აღმოსავლეთით – სოფ. ქვ. ქვაბჩარიდან მდ. ვიამიშისა (ლამკაცი) და კოდორის წყალგამყოფი ქედის გასწვრივ, ოჩამჩირისა და მესტიის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრამდე, იქიდან ამ საზღვრის გაყოლებით საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, სამხრეთ-დასავლეთით – სოფ. ქვ. ქვაბჩარიდან მდ. ქვაბჩარისა და ჩხალთის წყალგამოფი ქედის გასწვრივ, ამტყელისა და ადანგის გადასასვლელებზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, ჩრდილოეთით – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, – ეწოდოს ზემო აფხაზეთი.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია