საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №690
2005 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი